საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
ამობეჭდვა · 2017-11-05 10:42:00 · 194 ნახვა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველობის მე-6 ტურში, ჩვენმა გუნდმა ერთ-ერთ კონკურენტს ესპანეთს "მშრალი" ანგარიშით სძლია - 4:0 და 12 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. 

თავიანთი პარტიები მოიგეს - ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ.
ამავე ტურში, ლიდერმა რუსეთმა 3:1 მოუგო იტალიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საქართველო რუსეთს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება. 10-10 ქულით მესამე ადგილს იყოფენ - პოლონეთი და თურქეთი.
მერვე ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთი იქნება, რუსეთი კი თურქეთს შეხვდება. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ორშაბათს დასრულდება.

 

წყარო



ავტორი: MediaMall.ge