მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ამობეჭდვა · 2017-11-05 12:12:00 · 121 ნახვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში, მთის ფერდობზე, ტყის ქვედა საფარში ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის, მეხანძრე-მაშველებმა ნახანძრალ ტერიტორიაზე ნიადაგის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დაასრულეს და ადგილზე სამონიტორინგო სამუშაოების ჩატარების მიზნით იმყოფებიან. 



ავტორი: MediaMall.ge