სოფელ ბებნისში შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დღის ცენტრი განახლდა
ამობეჭდვა · 2017-11-05 12:40:00 · 114 ნახვა

სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის  ქარელში, სოფელ ბებნისში დღის ცენტრი განახლდა. წმინდა თეოდორე ტირონის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე ტრადიციული ხელობების შემსწავლელი სკოლა ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ხელშეწყობით გასულ წელს  შეიქმნა, წელს კი გაფართოვდა და საჭირო დანადგარებით და ინვენტარით აღიჭურვა. 

პროექტის მიზანია შშმ და სოციალურად დაუცველი ახალგაზდებისთვის სახელობო უნარების განვითარება, სოციალური ინტეგრაცია და დასაქმების პერსპექტივის შექმნა. ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი სუვენირები მეორე წელია იყიდება  ტურისტულ ადგილებში. სასწავლო თუ საწარმოო პროცესში ცენტრში ყოველდღიურად 50-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული. დღის ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ფონდის თანამშრომლებთან, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ერთად მოინახულა.



ავტორი: MediaMall.ge