29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-05 13:00:00 · 962 ნახვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი საკუთარ  სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ყელის არეში დაზიანება აღენიშნება. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სს კოდექსის  108-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 



ავტორი: MediaMall.ge