რაც შეიძლება მეტი მოუსმინოს ხალხს - ნარმანიას რჩევა კალაძეს
ამობეჭდვა · 2017-11-05 13:13:00 · 356 ნახვა

 "ნამდვილად დატვირთული სამუშაო რეჟიმი ელის და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს" - განაცხადა ტელეკომპანია "იბერიის" ეთრში თბილისის ყოფილმა მერმა. დავით ნარმანიამ კახა კალაძეს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ "როცა დაასრულებს მერობის ვადას, მის არსენალში უამრავი წარმატებული პროექტი იქნება".

„მნიშვნელოვანია ის, რომ მერია არის ძალიან დიდი უწყება და ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამსახურებს შორის კოორდინაცია, აქტიური მუშაობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია. მერია არის მრავალმიმართულებიანი უწყება, სადაც თავმოყრილია ადგილობრივი ეკონომიკური, ჯანდაცვითი თუ სოციალური საკითხები, სპორტთან, კულტურასთან დაკავშირებული საკითხები, გამწვანება და ა.შ. ასე რომ, საკმაოდ რთული მექანიზმია. მერის საქმიანობა ხალხთან ურთიერთობა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაა, ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოუსმინოს ხალხს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



ავტორი: MediaMall.ge