ლაშა ტალახაძემ დღეს უკვე მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ამობეჭდვა · 2017-11-05 14:34:00 · 821 ნახვა

დუშეთის კულტურის სახლში, ატაცში 220 კილოგრამი აწევისა და მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილო დასძლია და ჯამური მსოფლიო რეკორდი დაამყარა (474 კილო).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული რეკორდი თავად ლაშა ტალახაძეს ეკუთვნოდა. მან რიოს ოლიმპიადაზე ჯამში 473 კილო ასწია (ატაცი - 217, აკვრა 256).

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. 

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

 

წყარო



ავტორი: MediaMall.ge