„მოამბე“ ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში
ამობეჭდვა · 2017-11-05 14:42:00 · 194 ნახვა

პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ 6 ნოემბრიდან ახალი დროითა და ფორმატით გავა ეთერში.

„მოამბის“ ნახვა მაყურებელს პირდაპირ ეთერში ყოველდღე, დღეში ხუთჯერ - 09:00, 12:00, 15:00-სა და 18.00 საათზე შეუძლია.

„მოამბის“ გუნდი 15 და 30-წუთიან გამოშვებებში შემოგთავაზებთ სტანდარტის შესაბამისად გადამოწმებულ, სანდო და მრავალფეროვან ინფორმაციას.

საღამოს მთავარი გამოშვება „მოამბე 21:00-ზე"  საღამოს საინფორმაციო ტელეჟურნალია, სადაც მიმდინარე ახალ ამბებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან, აქტუალურ, კარგად დამუშავებულ და ყველა შესაძლო კონტექსტიდან დანახულ რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ.



ავტორი: MediaMall.ge