საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-05 15:09:00 · 212 ნახვა

საუდის არაბეთში რამდენიმე საათის წინ შექმნილმა კომიტეტმა, რომლის ამოცანაა კორუფციის აღმოფხვრა, ქვეყნის 11 პრინცი, 4 მოქმედი მინისტრი და ათობით ყოფილი თანამდებობის პირი უკვე დააკავა. დაკავებულების ვინაობას არ ამხელენ. ასევე უცნობია მათი დაპატიმრების მოტივი.

ტელეარხ ალ-არაბიას ინფორმაციით კი, კომიტეტი 2009 წელს ჯიდეში მომხად წყალდიდობას იძიებს. 

 



ავტორი: MediaMall.ge