ბათუმში დელტაპლანი ჩამოვარდა
ამობეჭდვა · 2017-11-05 15:13:00 · 881 ნახვა

ბათუმში, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დელტაპლანი ჩამოვარდა. აჭარის ტელევიზიის ინფრომაციით, მცირე ზომის საფრენ აპარატზე ირანელი ტურისტი და უკრაინელი პილოტი იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, არცერთი მათგანი არ დაშავებულა. ისინი წყლიდან ნაპირზე მაშველებმა გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დელტაპლანი 15 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. მაშველებმა რეაგირება სწრაფად მოახდინეს.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს კლუბ ‘’დელტაპლანების საჰაერო გართობის’’ ხელმძღვანელი. მისი თქმით, დღეს საფრენი აპარატის ნაპირზე ამოყვანას ცდილობდნენ, რა დროსაც დელტაპლანი გადაბრუნდა. ვასილ ტაკიძის განმარტებით, აპარატზე ტურისტი არ იმყოფებოდა.



ავტორი: MediaMall.ge