სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ 10 პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ამობეჭდვა · 2017-11-05 15:17:00 · 123 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ 10 პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეტალურად უნდა განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო. 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, საჩივრები იმ დარღვევებს შეეხებოდა, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ფიქსირდებოდა. მათი თქმით, წარმოდგენილია ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ როგორ ხდებოდა ერთი ადამიანის მხრიდან რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრა საარჩევნო ყუთში. 

პარტიები სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

 



ავტორი: MediaMall.ge