ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
ამობეჭდვა · 2017-11-05 16:00:00 · 138 ნახვა

კასპის რაიონის სოფელ თვალადის საჯარო სკოლაში საფეხბურთო ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს. 

ფეხბურთის ფედერაციამ სკოლას ფორმები და ბურთები გადასცა. 

ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერეს.

სოფელ თვალადში ახლად აშენებული სკოლა წელს გაიხსნა,სადაც 95 მოსწავლე სწავლობს.



ავტორი: MediaMall.ge