გომბორის მთის ნაწილს ცეცხლი უკიდია
ამობეჭდვა · 2017-11-05 17:01:00 · 146 ნახვა

საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გომბორის მთის ნაწილს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ტყისგან მოშორებით გამხმარ ბალახს უკიდია. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო ჯგუფები და ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს.



ავტორი: MediaMall.ge