ცაგერის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 2017-11-05 17:53:00 · 224 ნახვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ოჯახის ძაღლის პათოლოგიურ მასალაში ცოფი ლაბორატორიულად დადასტურდა. პრევენციის მიზნით სოფელში არსებულ ყველა ცხოველს ვაქცინაცია ჩაუტარდა.

 

 



ავტორი: MediaMall.ge