საქართველოს პრეზიდენტი ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო
ამობეჭდვა · 2017-11-05 18:04:00 · 162 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დუშეთში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დაესწრო, რომელზეც ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.


ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი 2017 წელს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა, როცა ატაცში 217 კილოგრამი დაძლია, დღეს კი რეკორდი გააუმჯობესა და ატაცში 220 კილოგრამი დაძლია.


ლაშა ტალახაძემ აკვრაში 254 კილოგრამი დაძლია, რაც ატაცთან ჯამში, ორჭიდში მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს და რომლითაც ლაშა ტალახაძემ ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.


ქართველმა ძალოსანმა დღეს საქართველოს ჩემპიონის სტატუსიც მოიპოვა.


გიორგი მარგველაშვილმა ლაშა ტალახაძეს გამარჯვება პირადად მიულოცა, ჯილდო გადასცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.



ავტორი: MediaMall.ge