ჩრდილოეთ კორეა დონალდ ტრამპის ფიზიკურ განადგურებას გეგმავს
ამობეჭდვა · 2017-11-05 18:18:00 · 574 ნახვა

ამერიკის პრეზიდენტის მორჯულება მხოლოდ მისი ფიზიკური განადგურებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთი Rodong Sinmun-ი წერს. 

"ტრამპი არაპროგნოზირებადია. ერთადერთი გზა მისი მორჯულების - ამერიკის პრეზიდენტის ფიზიკური განადგურებაა. ვაფრთხილებთ ტრამს და მის გარემოცვას - თუ არ სურსთ აშშ-ი ფიზიკური რუკიდან გაქრეს, ნუ გააკეთებს დაუფიქრებელ განცვხადებებს ჩრდილოეთ კორეის მისამართით" - წერს გამოცემა. 

აღნიშნულ სტატიას წინ უძღვოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომელიც ჩრდილოეთ კორეას კვლავ დაემუქრა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები მოწინავე პოზიციებს იკავებენ ყველა მიმართულებით. მისივე განცხადებით, ახლო მომავალში ამერიკული ჯარის დაფინანსება იზრდება და ის უახლესი სამხედრო ტექნიქით იქნება აღჭურვილი.



ავტორი: MediaMall.ge