მასშტაბური აქცია რომში - მიანიჭებენ თუ არა მიგრანტების შვილებს მოქალაქეობას
ამობეჭდვა · 2017-11-05 19:12:14 · 315 ნახვა

იტალიაში მოქმედი ულტრამემარჯვენე პარტიის - ,,ახალი ძალა“ ათასობით აქტივისტმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა.

Euronews-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იმ ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც მიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც 5 წლის განმავლობაში იტალიაში იღებდნენ განათლებას, ნატურალიზაციის უფლება უნდა მიენიჭოთ. 

დღემდე არსებული კანონით, იტალიაში მცხოვრებ უცხოელებს მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადის შეტანა მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ შეუძლიათ, მაშინაც კი, თუ ისინი იტალიაში დაიბადნენ.

 



ავტორი: MediaMall.ge