ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში - ევაკუაცია მოსკოვის დიდი თეატრიდან
ამობეჭდვა · 2017-11-05 19:47:48 · 178 ნახვა

კიდევ ერთი ანონიმური ზარი აფეთქების საფრთხესთან დაკავშირებით, ამჯერად, მოსკოვის დიდ თეატრში განხორციელდა. აღნიშნული შეტყობინების გამო, დიდი თეატრის შენობაში ცოტა ხნის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 

მოსკოვის დიდ თეატრამდე კი, მსგავსი ანონიმური შეტყობინებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა მოსკოვის რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან, მათ შორის, ,,გუმიდან" და ,,მეტროპოლიდან", ასევე, სასტუმროებიდან, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

ანონიმური ზარების ტალღა რუსეთში სექტემბრის დასაწყისში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, რუსეთის 20-ზე მეტი ქალაქის სხვადასხვა ხალხმრავალ ობიექტში განხორციელებული ანონიმური ზარების საფუძველზე, მთლიანობაში, 70 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების საფრთხის შესახებ ცრუ შეტყობინებებზე გამოძიება მიმდინარეობს.

 



ავტორი: MediaMall.ge