თელ-ავივის ზოოპარკიდან ბეჰემოთი გაიპარა
ამობეჭდვა · 2017-11-05 20:09:48 · 377 ნახვა

ისრაელში, თელ-ავივის ზოოპარკის ცენტრალური შესასვლელიდან ბეჰემოთი გაიპარა.

Daily Mail-ი ზოოპარკის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. რამად განის ზოოპარკიდან გაპარულმა ბეჰემოთმა მიმდებარე ქუჩაზე გაისეირნა და შემდეგ თავადვე დაბრუნდა ვოლიერში.

ზოოპარკში სულ 25 ბეჰემოთი ბინადრობს. ცხოველების ზედამხედველები ვერაფრით ხსნიან, როგორ დააღწია თავი მოსეირნე ბეჰემოთმა ვოლიერის გისოსებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 



ავტორი: MediaMall.ge