აქციები რუსეთის 5 ქალაქში და 500-მდე დაკავებული
ამობეჭდვა · 2017-11-05 20:27:14 · 215 ნახვა

მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოდარი, პერმი, როსტოვი - რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს.

ოპოზიციონერ ვიაჩილსავ მალცევის მხარდამჭერებმა მასშტაბური აქციები რუსეთის ხუთ დიდ ქალაქში გამართეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  დემონსტრანტები ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებულები. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან კი, ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.

დემონსტრაციების მონაწილეები მოძრაობა ,,Артподготовка“-ს წევრები არიან. მოძრაობა, რომლის დამფუძნებელი ვიაჩესლამ მალცევია, ექსტრემისტულ მიმართულებად ითვლება. ვიაჩესლამ მალცევის წინააღმდეგ ექსტრემიზმის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.



ავტორი: MediaMall.ge