გომბორზე ხანძარი ლოკალიზებულია
ამობეჭდვა · 2017-11-05 20:51:22 · 122 ნახვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ რუსიანის სიახლოვეს, გომბორის ქედზე   ხანძარი ლოკალიზებულია.

გურჯაანი-საგარეჯოს სატყეო უბნის უფროსის, კობა შათირიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე დამწვარია ხის ფოთოლი. მისივე თქმით, ფოთლოვანი ტყე არ დაზიანებულა. 

სატყეო სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები კვლავ შემთხვევის ადგილზე რჩებიან. ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან აცილების მიზნით, ხვალ დილიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდება.

 



ავტორი: MediaMall.ge