დაკავებულია 11 პრინცი, 4 მინისტრი და ათობით ექსმინისტრი - კორუფცია საუდის არაბეთში
ამობეჭდვა · 2017-11-05 21:27:47 · 653 ნახვა

საუდის არაბეთში, კორუფციის ბრალდებით სამართალდამცავებმა  11 პრინცი და ათობით თანამდებობის პირი დააკავეს.

The New York Times-ის ინფორმაციით, დაპატიმრებულთა შორისაა ცნობილი მილიარდერი  ინვესტორი -  პრინცი ალ-ვალიდ ბინ თალალ, ასევე, 10 სხვა პრინცი, ოთხი მინისტრი და ათობით ყოფილი მინისტრი.

დაპატიმრებების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა ,,ალ არაბიას“ ეთერში. ინფორმაციის თანახმად, პრინცების და მოქმედი მინისტრების გარდა, კიდევ 38 ადამიანია დაკავებული, რომელთა შორის, ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები არიან. ყველა მათგანის მიმართ ბრალდება ერთია - კორუფციული გარიგებები და ფულის გათეთრება.

დაპატიმრებები განხორციელდა საუდის არაბეთში დაწყებული მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში.

 ალ ვალიდ ბინ თალალის დაპატიმრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა. თალალი, რომელიც ადრე ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ადამიანია. იგი აკონტროლებს საინვესტიციო კომპანია Kingdom Holding-ს, ფლობს News Corp-ის, Citigroup-ის, twitter-ის და სხვა მრავალი ცნობილი კომპანის მსხვილ წილებს, პრინცი ალ ვალიდ ბინ თალალი, ასევე, აკონტროლებს სატელიტურ სატელევიზიო ქსელს ახლო აღმოსავლეთში.



ავტორი: MediaMall.ge