,,ასეთი სამკლაური თქვენნაირების წინააღმდეგ არის ,,ქართული მარშის" წარმომადგენლებო" - გიორგი გაბუნია გადაცემას ექვსფერა სამკლაურით უძღვება
ამობეჭდვა · 2017-11-05 21:33:59 · 2414 ნახვა

,,მე ვამაყობ გურამ კაშიათი და სწორედ ისეთივე სამკლაური მიკეთია, როგორიც ყველა კაპიტანს ეკეთა", - განაცხადა გადაცემა ,,პოსტკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად,  5 ნოემბრის გადაცემა ექვსფერა სამკლაურით მიჰყავს.

,,ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ი1ქ უყვართ, გმირად თვლიან და მას აღმერთებენ, სამაგიეროდ, სამშობლოში აგინებენ, ემუქრებიან და საქართველოს ნაკრებიდან ვიცეკაპიტნის გარიცხვას მოითხოვენ.მიზეზი ეს სამკლაური გახდა, რომელიც კაშიას შვედეთისა და ჰოლანდიის გუნდების მატჩზე ეკეთა. ამგვარივე სამკლაური ეკეთა ყველა კაპიტანს, რომლითაც სპორტსმენები ძალადობას გმობდნენ. საქართველოში ადრესატები სწორად მიხვდნენ, ასეთი სამკლაურები სწორედ თქვენნაირების წინააღმდეგ არის მიმართული ,,ქართული მარშის" წარმომადგენლებო, თქვენი აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მსვლელობისას.



ავტორი: MediaMall.ge