6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 2017-11-05 22:57:20 · 827 ნახვა

 

 

ვერძი
ვერძისთვის წარმატებული დღეა, განსაკუთრებულად დამოუკიდებელი და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების დასრულება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ პარტნიორებთან, ვისთან თანამშრომლობაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის. ამ დღეს, საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ ან ხელსაყრელ ინფორმაციას გაიგებთ. 

კურო
ვიდრე გეგმის განხორციელებას და ახალ საქმეს შეუდგებით, ჯერ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები გათვალეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ძლიერ მეტოქესთან. სამართლიანობა და იუმორის გრძნობა ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. 

ტყუპი
ტყუპებისთვის მშვენიერი დღეა. ხელსაყრელი დროა ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, ფლირტის და მგზავრობისთვის. კოლეგებს ახალი იდეები გაუზიარეთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ასევე, შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. 

კირჩხიბი
შემოქმედებითი განწყობა სამსახურშიც გამოგადგებათ. კრეატიულად ხართ განწყობილი და საქმეების შესრულება, იდეების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. დღეს მოდური, პრესტიჟული ნივთების შეძენა საკმაოდ კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.


ლომი
ენერგიული ხართ და ორიგინალური. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გამონახეთ დრო სწავლის გასაღრმავებლად, ასევე, ურიგო არ იქნება, თუ დროს გამოძებნით სასიყვარულო ურთიერთობისთვისაც.


ქალწული
ურთიერთობების დასარეგულირებლად და გეგმების განსახორციელებლად მეტად დაგეხმარებათ არტისტიზმი. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, რომლებიც მომავალში გაგიუმჯობესებენ მატერიალურ მდგომარეობას. 

სასწორი
ეცადეთ, დაარეგულიროთ ურთიერთობა ახლობლებთან და კოლეგებთან. კარგი დღეა ახალი ინფორმაციის მისაღებად, იდეების განსახილველად, ბლოგის ან საიტის გასაფორმებლად. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. 



მორიელი
მარტივად ვერაფერს მიიღებთ, სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. ნურც საკუთარ ძალებს დაიშურებთ და ნურც გავლენიანი ახლობლების შეწუხება მოგერიდებათ. გაიხსენეთ ძველი ნაცნობები, რომლებსაც ამჟამად თქვენი თანადგომა შეუძლიათ. იყავით მეგობრული და ისე იმოქმედეთ, რომ საზოგადოებას, მათ შორის საყვარელ ადამიანს თავი მოაწონოთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, დამატებითი ცოდნის შესაძენად. ასევე, დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად. სასარგებლო იქნება ინფორმაციის მოძიება-გაცვლა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

თხის რქა 
დილიდან მხნე და მიზანმიმართული ხართ. გაიღიმეთ და მეტი დრო გამონახეთ ურთიერთობისთვის. დღეს გაგიადვილდებათ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი. 

მერწყული
განსაკუთრებით წარმატებული დღე არ არის, მაგრამ ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას, მცირე უსიამოვნებებს. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცოდნითა და მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწევთ. რთულ სიტუაციებს ორიგინალურად გაუმკლავდებით. კარგი დღეა ორატორობისთვის, სხვების დასარწმუნებლად. 

თევზები
თევზებისთვის წარმატებული დღეა, პოზიტიური და კრეატიული ხართ. კარგი დღეა მიმოწერისა და სარეკლამო საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან და ახლობლებთან. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, მიღებული ინფორმაციები და პერსპექტივები.



ავტორი: MediaMall.ge