ტეხასის ერთ-ერთ ტაძარში ცეცხლი გახსნეს, არიან დაღუპულები
ამობეჭდვა · 2017-11-05 23:48:13 · 174 ნახვა

 აშშ-ში, ტეხასის შტატის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სან-ანტონიოსთან ახლოს მდებარე ტაძარში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი ადგილზე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.

თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული უცნობი ბაპტისტურ ეკლესიაში მაშინ შევიდა, როცა სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობდა.

Fox news-ის ცნობით, დანაშაულის მოტივი უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.



ავტორი: MediaMall.ge