ტაძარში სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა - აშშ, ტეხასი
ამობეჭდვა · 2017-11-06 00:26:45 · 125 ნახვა

ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოსთან ახლოს მდებარე ტაძარში  სროლას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასელმა სამართალდამცველებმა უკვე დაადასტურეს. პოლიციის ცნობით, მოკლულია თავდამსხმელიც.

აშშ-ში, ტეხასის შტატის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სან-ანტონიოსთან ახლოს მდებარე ტაძარში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 30-მდე ადამიანი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე დაჭრილი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული უცნობი ბაპტისტურ ეკლესიაში მაშინ შევიდა, როცა სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობდა.

BBC-ის ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 



ავტორი: MediaMall.ge