ამერიკა ტეხასში დაღუპულებს გლოვობს - 26 წლის ახალგაზრდამ ეკლესიაში 26 ადამიანი მოკლა
ამობეჭდვა · 2017-11-06 09:17:37 · 706 ნახვა

პირი, რიომელმაც ტეხასის შტატში, ეკლესიაში, საკვირაო წირვის დროს ცეცხლი გახსნა, ცნობილია. ამავე შტატის, ქალაქ ნიუ-ბრაუნფელის მაცხოვრებელი, 26 წლის დევინ კელი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შემდეგ, მან გაქცევა სცადა, თუმცა, მისი ლიკვიდაცია ეკლესიიდან ახლო მანძილშივე მოხდა, - ამის შესახებ  შტატის პოლიციის კომისარმა უილსონმა CNN- ს განუცხადა.

უილსონის განცხადებამდე ვრცელდებოდა ორი ვერსია - ერთის თანახმად, მკვლელის ლიკვიდაცია მოხდა, მეორე ვერსიით კი, ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ, მან თავი მოიკლა.

ბოლო მონაცემებით, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად, დაღუპულია 26 ადამიანი, 24 კი, დაიჭრა. დაშავებულთაგან, 9 მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ისინი სამედიცინო ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ტეხასში მომხდარი ფაქტის გამო, შეერთებულ შტატებში ოთხდშიანი გლოვა გამოცხადდა და 9 ნოემბრის ჩათვლით, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დროშები დაეშვა. ასევე, დროშები დაეშვა აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე ყველა საელჩოს შენობასთან. 



ავტორი: MediaMall.ge