ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ამობეჭდვა · 2017-11-06 09:37:00 · 148 ნახვა

ავღანეთში, ლოგარის პროვინციაში, ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ინფრომაციას აშშ-ის სამხედრო უწყება ავრცელებს. ავღანეთში ამერიკული არმიის სარდლის, გენერალ ნიკოლსონის თქმით, ამ ტრაგიკული ინცინდენტის მიუხედავად, ავღანეთის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა და ერთობლივი მოქმედება ტერორისტების წინააღმდეგ გაგრძელდება. ეს უკვე მეორე ჯარისკაცია, რომელიც ლოგარის პროვინციაში ბოლო დღეებში დაიღუპა. 



ავტორი: MediaMall.ge