ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 09:51:00 · 758 ნახვა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.  



ავტორი: MediaMall.ge