კატალონიის ყოფილი ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 11:47:00 · 178 ნახვა

ბელგიის  სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი და ჟენერალიტეტის ოთხი ყოფილი წევრი გაათავისუფლა.  

სასამართლოს გადაწყეტილებით, კარლეს პუჩდემონსა და მის მოკავშირეებს  ბელგიის დატოვება ეკრძალებათ. ისინი სასამართლოში 15 დღის შემდეგ უნდა გამოცხადდნენ. 

კატალონიის მთავრობის ყოფილი ლიდერი და 4 მინისტრი ბელგიის პოლიციას გუშინ ჩაბარდნენ. ესპანეთის მთავრობამ  პუჩდემონისა და მისი მთავრობის 4 მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი ბელგიას 3 დღის წინ გადაუგზავნა. 



ავტორი: MediaMall.ge