ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში
ამობეჭდვა · 2017-11-06 12:32:00 · 265 ნახვა

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 
 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.



ავტორი: MediaMall.ge