მსოფლიო მედიის სკანდალური დოკუმენტი
ამობეჭდვა · 2017-11-06 12:36:00 · 273 ნახვა

მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა გამოცემამ, რომელიც 100 მედიაჯგუფისგან შედგება, ოფშორული იურიდიული კომპანიიდან გაჟონილი 13 მილიონი დოკუმენტი ერთობლივად შეისწავლა. მათ შორის არის BBC. 

გამოძიების თანახმად, ინგლისის დედოფალი ოფშორებში ინახავს საკუთარ ქონებას. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის ვაჭრობის მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის სიძის ბიზნესპარტნიორია. ვაჭრობის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის გავლენიან პირთან კავშირები ჰქონდა, საგადასახადო და კანონმდებლობის კუთხით ყველაფერი წესრიგში იყო.

დოკუმენტებში ასევეა საუბარი კანადის 4 ყოფილ პრემიერზე, რომლებიც სარგებლობდნენ ოფშორებში შექმნილ ე.წ. ფინანსური სამოთხით. იაპონელი მინისტრები და

ჟურნალისტური გამოძიებიდან ასევე ირკვევა, რომ ოფშორით ცნობილი მომღერალი ბონოც სარგებლობდა და მან ლატვიაში დიდი ფული დააბანდა.

 



ავტორი: MediaMall.ge