"მარშის" ლიდერებს პირდაპირ ეთერს არ დავუთმობ - ნანა ლეჟავა
ამობეჭდვა · 2017-11-06 13:39:00 · 910 ნახვა

“მე არასდროს მათ პირდაპირ ეთერს არ დავუთმობ” – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა “ქართული მარშის” ლიდერებთან დაკავშირებით “პრაიმტაიმთან” აცხადებს.

ის მიიჩნევს, რომ მათი პირდაპირ ეთერში ჩართვით, ტელევიზიის ეთერს აბინძურებს:

“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ “მარშის” ლიდერები, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებენ, მე პირადად არ მომყავს არასდროს პირდაპირ ეთერში და მივიჩნევ, რომ მათ პირდაპირი ეთერი არ უნდა დავუთმო და ამით არ უნდა დავაბინძურო ჩემი ტელევიზიის ეთერი. თუ დავუშვათ რამეში მჭირდება, მე შემიძლია ჩავწერო წინასწარ და ამ სახით მივაწოდო მაყურებელს. მე არასოდეს მათ პირდაპირ ეთერს არ დავუთმობ. შეიძლება ჩავწერო ისინი და გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც საქმიანი იქნება და არა ჰომოფობიური მოწოდებები და სიძულვილის ენა, ის გავუშვა ეთერში, ამის საშუალება მაქვს”- აღნიშნა ნანა ლეჟავამ.



ავტორი: MediaMall.ge