თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში რჩება
ამობეჭდვა · 2017-11-06 13:53:00 · 162 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თიანეთში მერის არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა. 

როგორც ცნობილია, ქიტესაშვილი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და თიანეთში მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ითხოვდა. 

ქიტესაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

ამ დროისთვის არჩევნების შედეგებით, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა.

ipn.ge



ავტორი: MediaMall.ge