მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას მართავს
ამობეჭდვა · 2017-11-06 14:00:00 · 226 ნახვა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას მართავს.

ისინი "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" გამოდიან.

"სპორტსმენებს მსოფლიო მასონური ძალები თავისი პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ. მაშინ რატომ დასაჯეს ფეხბურთელი, ფილიპ ლამი, როცა უარი თქვა ლგბტ სამკლაურის გაკეთებაზე. ამიტომ, შეწყდეს ძალადობა ადამიანებზე, რომ მათ ნორმალურად იმოქმედონ თავისი პროფესიით",-აცხადებენ ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ აქციას "ქართული მარშის" წარმომადგენლებიც ესწრებიან, თუმცა ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შეუერთდნენ მათ პროტესტს. 


 



ავტორი: MediaMall.ge