"ბატონი ჯანსუღი სამჯერ იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მისი თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარული დასაფასებელია"
ამობეჭდვა · 2017-11-06 15:27:00 · 170 ნახვა

თბილისის არჩეული მერი, კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

"ჯანსუღ ჩარკვიანმა თავისი შემოქმედებით, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიურობით დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ბატონი ჯანსუღი იყო სამჯერ თბილისის საპატიო მოქალაქე, მისი თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარული დასაფასებელია და სამაგალითოა. 
თავის ქვეყანაზე, სამშობლოზე თავდადებული პოეტი, სითბოს და სიყვარულის მატარებელი ადამიანი - ასეთი დაამახსოვრდება ის მომავალ თაობებს".

 



ავტორი: MediaMall.ge