საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება - "საომარი აქტი"
ამობეჭდვა · 2017-11-06 16:17:00 · 422 ნახვა

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია, ირანს რიადის მიმართულებით, იემენელი შიიტი მეამბოხეების მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში სდებს ბრალს. 

კოალიციის განცხადებით, შესაძლოა, ეს "საომარ აქტად" იყოს მიჩნეული და იტოვებს პასუხის გაცემის უფლებას.

გავრცელებულ განცხადებაში კოალიცია აცხადებს, რომ "ირანის როლი და ჰუთიტებთან მისი პირდაპირი კავშირი წარმოადგენს აგრესიის მკაფიო აქტს, რომელიც მიზანში იღებს მეზობელ ქვეყნებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და გლობალურად."

კოალიციამ 6 ნოემბერს დახურა იემენთან სახმელეთო, საზღვარო და საჰაერო დამაკავშირებელი გზები, მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე ბალისტიკურმა რაკეტამ მიზანში რიადი ამოიღო. თუმცა, კოალიცია ამბობს, რომ გაითვალისწინებს ჰუმანიტარული ჯგუფების სამუშაოს.

წყარო - რადიო თავისუფლება



ავტორი: MediaMall.ge