ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო
ამობეჭდვა · 2017-11-06 17:03:00 · 562 ნახვა

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ "საქმის კურსს"პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენელმა ვახო ცაგარელმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვეა ადგილზე სამშენებლო, კონკრეტულად კი ქვაბულიდან მიწის ამოღების, სამუშაოები დაიწყო. 

ვახო ცაგარელის ინფორმაციით, ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გზის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც ასევე "ქართუ" ახორციელებს. 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მთლიანობაში 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი, თუმცა, 2019 წლიდან ამ ოდენობის სტუდენტების მიღება არ შეეძლება. პირველ წლებში აქ რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის. 

 



ავტორი: MediaMall.ge