მე ვარ ძალადობის მსხვერპლი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ამობეჭდვა · 2017-11-06 17:35:00 · 959 ნახვა

მე ვარ ძალადობის მსხვერპლი. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.  

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

დაპირისპირება სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე პირის ინსპექტორის შერჩევის საკითხს მოჰყვა. 

ნინო გვენეტაძის განცხადებით, მას აღარ შეუძლია ასეთ ფორმატში სხდომის გაგრძელება და კოლეგებს შესთავაზა, რომ საკითხთან წერილობით გაავრცელებს განცხადებას.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები დაელოდებიან ხვალ დილის 9 საათამდე ნინო გვენეტაძის პასუხს და მას შემდეგ ჩაინიშნება სხდომის თარიღი.



ავტორი: MediaMall.ge