მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება
ამობეჭდვა · 2017-11-06 18:08:00 · 155 ნახვა

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მიწების უცხოელებზე გასხვისება გამონაკლისების გარეშე აიკრძალება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა და აღნიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ორგანული კანონის პროექტი უკვე მზად არის. 

მისი ინფორმაციით, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. დანელიას განმარტებით, დოკუმენტი უცხოელებს მხოლოდ გრძელვადიან იჯარას სთავაზობს. იგი მიიჩნევს, რომ არც შემუშავებული რეგლაციები და არც საკონსტიტუციო ჩანაწერი მიწებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საინვესტიციო ხელშეკრულებებს ხელს არ შეუშლის, როგორც ამას ინვესტორთა საბჭოში ფიქრობენ. 

"საკონსტიტუციო ჩანაწერი ხელს ვერ შეუშლის. ინვესტორთა საბჭოსთან ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ამისთვის გახსნილია დიალოგი, რადგან არსებობს ხელმისაწვდომობა. ჩვენ რა გვინდა, რომ პრივატიზება გააკეთონ მიწის, თუ ხელმისაწვდომი იყოს? მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია დამუშავდეს მიწები, ინვესტიციები მოვიზიდოთ და ხელმისაწვდომი იყოს. ამისთვის იჯარის ფორმაც არსებობს, ასევე არსებობს უცხოური თანამონაწილეობით იურიდიული პირებისთვის მინორიტარული პირობით, 49%-მდე თანამონაწილეობა ერთ სუბიექტში. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ სერიოზული ინვესტორია, მას არავითარ შემთხვევაში პრობლემა არ შეექმნება", - განაცხადა დანელიამ და დასძინა, რომ არსებული კანონპროექტი გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. 



ავტორი: MediaMall.ge