რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება
ამობეჭდვა · 2017-11-06 18:48:00 · 164 ნახვა

მომავალი წლიდან რეცეპტის ელექტრონულად გამოწერა სავალდებულო გახდება. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე "საქმის კურსთან" საუბრისას განმარტავს, რომ 2018 წლის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ ელექტრონული რეცეპტურის დანერგვაა. 

"უპირველეს ყოვლისა, საუბარია თბილისზე, სადაც შესაბამის ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის პრობლემა მედიასთან არც ექიმებს ექნებათ და არც პაციენტებს. ამ ეტაპზე ელექტრონული რეცეპტები სავალდებულო თბილისში გახდება, მომავალში კი უკვე ქვეყნის მასშტაბით. ეს რეცეპტული საკითხების მოწესრიგების საშუალებას მოგვცემს, რადგან საიდუმლო არავისთვის არის, რომ დღეს ხშირ შემთხვევაში კვლავ ხდება მედიკამენტებისა ურეცეპტოდ გაცემა. სიახლე ასევე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება პოლიპრაგმაზიის, ანუ წამლების დიდი რაოდენობის გამოწერის პრევენციის კუთხით. ასეთ რეჟიმში გაცილებით უფრო ადვილი იქნება იმის ნახვა, თუ რომელი დაწესებულება და რომელი ექიმი მედიკამენტების გამოწერის როგორ პრაქტიკას იყენებს, რამდენ წამალს წერს და ა.შ. ამ რეცეპტს ხედავს როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, აფთიაქი და სამინისტროც. შესაბამისად, რეაგირებაც უფრო ადვილი იქნება იმაზე, თუ რა ჭირდება ავადმყოფს. შესაბამისმა მედიკამენტმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ პაციენტის ჯიბეზე, არამედ მის ჯანმრთელობაზეც", - აღნიშნავს აკაკი ზოიძე.



ავტორი: MediaMall.ge