ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 2017-11-06 19:28:01 · 110 ნახვა

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათიდან გაიმართება. პოეტს ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.



ავტორი: Mediamall.ge