მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ახალ შენობაზე ტენდერი გამოცხადდა (ფოტოები)
ამობეჭდვა · 2017-11-06 19:42:20 · 153 ნახვა

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

23 000 არტეფაქტი ყოფილ კინოთეატრში განთავსდება, რომელიც თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ ადაპტირდება. ამჟამად კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ძვირფასი ლითონების კოლექცია ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი. დარჩენილი ნაწილი კი მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით.

პროექტის განხორციელებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ 250 ათას ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბრიდან დაიწყება და 4 დეკემბრამდე გასტანს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ფიზიკური სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დაასრულოს.


 



ავტორი: Mediamall.ge