შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 19:48:38 · 71 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს. 

გაბედავას ხელში პლაკატი ეჭირა, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა მას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. 

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. გარდა ამისა, მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომა მოითხოვეს.



ავტორი: Mediamall.ge