შსს მაგთიკომზე კიბერშეტევას არ ადასტურებს
ამობეჭდვა · 2017-11-06 20:18:48 · 131 ნახვა

მაგთიკომის მიერ კიბერშეტევაზე გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. შსს-ს ცნობით, მაგთიკომს მათთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით არ მიუმართავს. 

ამასთან შსს-ში ამბობენ, რომ მაგთიკომის წარმომადგენლებმა მათთან საუბარში კომპანიაზე კიბერშეტევის ფაქტი უარყვეს.

შეგახსენებთ, რომ მაგთიკომის აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. მაგთიკომი ამის მიზეზად კიბერშეტევას ასახელებდა.

 



ავტორი: Mediamall.ge