მარიამ ხაჭვანის ფილმს "დედე" ქართველი მაყურებელი თებერვლიდან იხილავს
ამობეჭდვა · 2017-11-06 20:21:49 · 123 ნახვა

მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” საქართველოს კინოთეატრებში თებერვალში გამოჩნდება.

მანამდე კი მარიამ ხაჭვანის პირველ სრულმეტრაჟიან ნამუშევარს 16 ნოემბრიდან საბერძნეთის კინოთეატრებში აჩვენებენ.

სვანურ დიალექტზე გადაღებული მხატრული ფილმი “დედე” წარდგენილია აზიის ოსკარზე(ავსტრალია), კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკო-ს პატრონაჟით გაიცემა.

რამდენიმე დღის წინ კი მარიამ ხაჭვანს პოლონეთში გამართულ ტოფიფესტის კინოფესტივალზე ვერცხლის ანგელოზი გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს. გალა დაჯილდოებას ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

იმავე საღამოს “დედეს” გადაეცა მაყურებლის პრიზი – მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საფრანგეთში.

 



ავტორი: Mediamall.ge