მექსიკაში ერთ-ერთი სექტის ლიდერი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 20:25:23 · 111 ნახვა

მექსიკის პოლიციამ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი სექტის ლიდერი, სამი მკვლელობის შემდეგ, დააპატიმრა. პროკურორები აცხადებენ, რომ ბრალდებულმა სექტემბრის თვეში სამი ამერიკელი მოკლა.

საუბარია, 23 წლის ჯესი ბარლოუსა და ძმებ რობერტ და მაიკლ ბლექებზე, რომლებიც 19 და 15 წლისები იყვნენ. ისინი რანჩო "ელ ნეგროში" მოკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, გარდაცვლილები ბრალდებული ორსონ უილიამ ბლექის ნათესავები იყვნენ თუ მიმდევრები. ან როგორ მოხვდნენ ამ რანჩოში.

პოლიციამ ორსონ უილიამ ბლექის კუთვნილ სამ სახლსა და ორ რანჩოში ჩხრეკაც ჩაატარა, სადაც 26 ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციამ ისინიც დააკავა. მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში დეპორტაცია ელით.

გარდა ამისა, 56 წლის კაცი ბავშვთა მიმართ ძალადობაშიცაა ბრალდებული.

მექსიკაში მდებარე რანჩო, სადაც მკვლელობა მოხდა,1922 წლიდან მენონიტების სექტას ეკუთვნოდა.სწორედ ამ ტერიტორიაზე დასახლდა 4 ცოლთან, ერთ შვილსა და რამდენიმე მიმდევართან ერთად, 2003 წელს აშშ-დან გაქცეული ორსონ უილიამ ბლექი, რომელმაც საკუთარი სექტა ჩამოაყალიბა.

მანამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში Fundamentalist Church of Jesus Christ of Latter-Day Saints (FLDS)-ის მიმდევარი იყო, რომლის სულიერი ლიდერიც ორ არასრულწლოვან მიმდევართან სქესობრივი კავშირისთვის გაასამართლეს.

2003 წელს არიზონას შტატში ორი თინეიჯერი გოგოს, "პატარძლების,"დაფეხმძიმების შემდეგ საქმე ორსონ უილიამ ბლექის წინაღმდეგაც აღიძრა.



ავტორი: Mediamall.ge