ბლიც-ინტერვიუ კახა კალაძესთან - თბილისის მერი “წარმატების ფორმულაში“
ამობეჭდვა · 2017-11-06 20:43:13 · 213 ნახვა

რადიო “ფურტუნას სტუმარი გახლდათ თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, რომელმაც გადაცემა “წარმატების ფორმულა“-ში ჟურნალისტის სახალისო კითხვებს უპასუხა.

- კერძი, რომელიც თავად მოგიმზადებიათ და არც თქვენ მოწამლულხართ და არც გარშემომყოფები?

- შემწვარი კვერცხი.

- ფრაზა, რომელსაც სირთულის დროს საკუთარ თავს ეუბნები?

- შეძლებ!

- რა თვისების გამოვლენის შემდეგ უახლოვდებით ადამიანს?

- სიკეთე.

- წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხეთ?

- სხვათაშორის, არაერთხელ წამიკითხავს და ბოლოს რაც წავიკითხე, ეს არის “დათა თუთაშხია“. 

- საყვარელი ბრენდი, სამოსის შერჩევისას?

- განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- კახის რეალური სტილი - ჰალსტუხით თუ ჰალსტუხის გარეშე?

- ჰალსტუხის გარეშე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს.

- საღამოს განტვირთვა - აუზი თუ ბარი?

- დღევანდელი რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე, მეგობრებთან ფეხბურთის თამაში.

- პროფესია, რომელსაც შეითავსებდით?

- საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს, ამიტომ სხვა პროფესიის შეთავსება გამიჭირდებოდა.

- რაზე ფიქრობთ ახლა?

- მომავალზე.

- პირველივე ქმედება სტუდიიდან გასვლისთანავე.

- მანქანაში დავჯდები და მივდივარ შტაბში, თანაგუნდელებთან, იმ პროექტებზე სამუშაოდ რაც მაქვს დასახული.

 



ავტორი: Mediamall.ge