თბილისში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში, ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს
ამობეჭდვა · 2017-11-06 21:03:56 · 1448 ნახვა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გარეგნული დათვალიერების შედეგად ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.



ავტორი: Mediamall.ge