რა გახდა სავალუტო ჯიხურში ქალის გარდაცვალების მიზეზი
ამობეჭდვა · 2017-11-06 21:57:03 · 1842 ნახვა

კოსტავას ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

შემთხვევა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. გარდაცვლილია 33 წლის ქალი, რომელიც სავალუტო ჯიხურში მუშაობდა. გარდაცვლილი ქალის ნათესავების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მედიკამენტიც მიიღო.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



ავტორი: Mediamall.ge