საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილის საჩუქარი მიიღო
ამობეჭდვა · 2017-11-06 22:02:15 · 1810 ნახვა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბერა ივანიშვილისგან საჩუქარი მიიღო. არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ "მოამბის" ეთერში მას მადლობა გადაუხადა.

მაღლაფერიძის თქმით, ამ საკითხზე აჟიოტაჟის მიზეზი ის არის, რომ ხალხი საზოგადოებრივ მაუწყებელს გულშემატკივრობს.

"დარწმუნებული ვარ მათ ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრობით მოსდით, თუმცა ამან ჩვენ სიკეთეც მოგვიტანა. ამ აჟიოტაჟის შედეგად, ამ ტექნიკის მფლობელმა ბერა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა ტექნიკა. ამ ეტაპზე ის ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან მადლობელი ვართ და მომავალშიც გაგებით და მადლობით შევეგებებით, ვინც ანალოგიურ ნაბიჯს გადადგამს", - თქვა მაღლაფერიძემ.

ბერა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს GDS-ის კუთვნილი ტექნიკა აჩუქა.



ავტორი: Mediamall.ge